"არსებობს ადამიანი, რომელმაც კარგად ნახა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა"
ამობეჭდვა · 2017-11-10 10:22:00 · 576 ნახვა

"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე პროკურატურაში დღეს მივა. კუპრავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის საგამოძიებო უწყებას არ დაუბარებია, იქ საკუთარი ნებით მივა და ოფიციალურად დაუდასტურებს დაკითხვის აუცილებლობას:

"სამწუხაროდ, ჯერ არავის დავუბარებივარ. მთავარი პროკურატურა კომენტარსაც არ აკეთებს ამ საკითხზე, როდესაც ჟურნალისტები ურეკავენ. ამიტომ მე ვაპირებ დღეს მისვლას პროკურატურაში. დისკზე ამოვიღებ ჩანაწერს იმიტომ, რომ ოფიციალურად შეიძლება პროკურატურამ თქვას, რომ არ გვინახია ან რაღაცა. ოფიციალურად მივმართავ პროკურატურას, დავუსაბუთებ ჩემი დაკითხვის აუცილებლობას." -განუცხადა კუპრავამ "პირველ რადიოს"

მისივე თქმით, დასახელებული პირების გარდა, არსებობს ადმიანი, რომელმაც კარგად დაინახა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და ეს ადამიანი მზადაა ჩვენების მისაცემად:

"მთავარმა პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც მე ვისაუბრე სიმართლეა , მაგრამ ეს ფაქტები რომ გამოძიებაში ასახოს ნიშნავს იმას, რომ საქმე გამოაცხადოს გახსნილად და დაკითხოს ეს ადამიანები. გარდა გულბიანის, მილაძის და ციხის დირქტორისა, არსებობს ადამიანი, რომელმაც უშუალოდ დაინახა და მოწმეა ამ ამბის. ამ ადამიანის გვარსაც ვეტყვი, ისიც თანახმაა რომ დაიკითხოს და ყველაფერი დეტალურად მიაწოდოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც იმდენად კარგად ნახა ვანო მერაბიშვილი როგორ გაიყვანეს ციხიდან, რომ ტანსაცმელიც კი შეუძლია აღწეროს რა ეცვა მერაბიშვილს. ეს ადამიანი არის პატიმარი, რომელმაც დაინახა ყველაფერი, თუმცა გულბიანს და მილაძეს ვერ ნახავდა, ეს სხვა წყაროა"- განუცხადა ზვიად კუპრავამ "პირველ რადიოს".

 

წყარო: pirveliradio.ge



ავტორი: MediaMall.ge