აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად ქართველი მებრძოლი დაშავდა
ამობეჭდვა · 2017-11-10 10:34:00 · 125 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, ორი დღის განმავლობაში უკვე მეორე ქართველი მებრძოლი დაშავდა. ქართველთა ბატალიონის მეთაური აცხადებს, რომ კიდევ ერთი ქართველი შეტაკებების შედეგად შოკურ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება გუშინ დაჭრილ სამხედროს, რამინ იზორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქართველთა ბატალიონის მეთაურის განმარტებით, ოპერაციის შემდეგ დაშავებული კონტაქტური გახდა და უკვე ოჯახს დაუკავშირდა.

მამუკა მამულაშვილის განცხადებით, დონეცკთან შეტაკებები კვლავ გრძელდება. ქართველები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ბატალიონის წევრი მძიმედ გუშინ დაიჭრა. მამულაშვილის განმარტებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის ძალები შეტევის განხორციელებას შეეცადნენ. 



ავტორი: MediaMall.ge