ტრამპი და პუტინი შესაძლოა, ერთმანეთს მიესალმონ, თუმცა მათი შეხვედრა ვიეტნამში დაგეგმილი არ არის - თეთრი სახლი
ამობეჭდვა · 2017-11-10 11:13:00 · 91 ნახვა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა აზიის ეკონომიკური სამიტის ფარგლებში არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ისინი ერთ ღონისძიებაზე იქნებიან. აპირებენ თუ არა ისინი ერთმანეთთან საუბარს და მისალმებას? რა თქმა უნდა, ეს სავარაუდოდ, შესაძლებელია, მაგრამ შეხვედრა დაგეგმილი არ არის და ჩვენ არ შეგვიძლია პროგზონის გაკეთება",-განუცხადეს Reuters-ს თეთრი სახლის პრესსამსახურში.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი გუშინ აცხადებდა, რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გამართავენ თუ არა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ოფიციალურ მოლაპარაკებას ვიეტნამში, აზიის ეკონომიკური სამიტის დროს.

ტილერსონმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, 10 ნოემბერს შეხვდებოდა.

მაგრამ ტილერსონმა, რომელიც თან ახლავს ტრამპს აზიური ტურნეს დროს, პეკინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, "საკმარისად შინაარსიანი“ იქნებოდა თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა.



ავტორი: MediaMall.ge