რადიაციული ღრუბელი ევროპის თავზე - მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
ამობეჭდვა · 2017-11-10 11:25:00 · 1524 ნახვა

საფრანგეთის ბირთვული და რადიაციული ინსტიტუტის თანამშრომლებმა ევროპის თავზე რადიაქტიური ღრუბელი შენიშნეს. მეცნიერების ინფორმაციით, ღრუბელი, შესაძლოა რუსეთში ან ყაზახეთში მდებარე ბირთვულ ობიექტზე მომხდარ გაჟონვას უკავშირდებოდეს. მათივე განმარტებით, ადამიანების ჯანმრთელობაზე აღნიშნული ფაქტი არ იმოქმედებს, თუმცა გაჟონვის მომენტში მოქალაქეთა ევაკუაცია საჭირო გახდა.

მეტეოროლოგების მონაცემების მიხედვით, მეცნიერები თვლიან, რომ რადიაქტიური ღრუბელი, შესაძლოა ურალის მთების სამხრეთიდან წამოვიდა. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებინ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არა აქვთ.

ოქტომბერში კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „როსპოტრებნადზორმა“ რადიაციის დონის შემოწმების მიზნით სვერდლოვსკის და ჩელიაბინსკის ოლქებში მონიტორინგი ჩაატარა.

ფრანგი მეცნიერების განცხადებაზე ყაზახეთში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

საუბარია რუნეთიუმ-106-ზე, რომელიც, ძირითადად სამედიცინო მიზნებით გამოიყენება.

 

წყარო: mignews.com

 

 



ავტორი: MediaMall.ge