წვიმა და ნისლი თბილისში - სინოპტიკოსების პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-11-10 12:08:00 · 331 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა +17, +22 გრადუსი იქნება. 

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ასევე, ნავარაუდევია წვიმა, ზოგიერთ რაიონში ნისლი, მაღალ მთაში კი თოვლ-ჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +11, +16 გრადუსი. 

თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.



ავტორი: MediaMall.ge