ცნობილი რუსი მწერალი და სატირიკოსი, მიხეილ ზადორნოვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 2017-11-10 12:50:00 · 104 ნახვა

ცნობილი რუსი მწერალი და სატირიკოსი, მიხეილ ზადორნოვი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტვინის კიბო ჰქონდა. 

მიხეილ ზადორნოვი 1948 წელს იურმალაში დაიბადა. 1974 წელს მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი დაამთავრა. ტელევიზიაში მისი დებიუტი 1982 წელს შედგა. მონაწილეობდა იუმორისტულ გადაცემებში "ანშლაგი" და "სმეხოპანორამა".

ცნობილი სატირიკოსი ათობით წიგნის ავტორი იყო. მიხეილ ზადორნოვი ასევე, იყო პრემიების "Золотой теленок" და "Овация" ლაურეატი. 



ავტორი: MediaMall.ge