"სითი პარკის" წარმომადგენელი მზადაა, კახა კალაძეს შეხვდეს
ამობეჭდვა · 2017-11-10 12:46:00 · 135 ნახვა

კომპანია C.T. პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. კომპანიაში "სითი პარკი"და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.

"კომპანია "სითი პარკი" მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის. მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს. რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად "სითი პარკის" გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით",- განაცხადა "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ.

თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია "სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივი გზით იდავებს. 

"დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისად ჩნდება კითხვა - ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? იყო მოსაზრება, რომ ხომ არ გადავუხადოთ 25 მილიონი და გავიდეს. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს კომპანია იქნება უბედნიერესი. თუ არის სამართლებრივი დავის შესაძლებლობა, რატომ უნდა გადავიხადოთ ამხელა თანხა?" - აცხადებას კალაძე.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.



ავტორი: MediaMall.ge