კორპუსის ჩამონგრევას 6 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-10 13:40:00 · 891 ნახვა

6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა რუსეთში, ქალაქ იჟევსკში მომხდარი შემთხვევის შედეგად. იჟევსკის ცენტრში, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. 

ნგრევის დროს დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი, 60 წლის ქალბატონი დაიღუპა. მოგვიანებით, როცა სპეციალისტებმა კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟი დაიწყეს, კიდევ 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვია. კიდევ ერთ მობინადრეს კი ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.


 



ავტორი: MediaMall.ge