პასუხის პასუხი - თეთრი სახლი და კრემლი, შეხვდებიან თუ არა ლიდერები
ამობეჭდვა · 2017-11-10 13:42:00 · 92 ნახვა

"პროტოკოლის სამსახურები განაგრძობენ პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობების განხილვას აზიის ეკონომიკური სამიტის ფარგლებში", - განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა ეს განცხადება თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გააკეთა. 

Reuters-მა თეთრ სახლზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა აზიის ეკონომიკური სამიტის ფარგლებში არ შედგება.

 "ჩვენი ამერიკელი კოლეგების მხრიდან ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია“, - აცხადებს პესკოვი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ასევე აღნიშნა: "ასე თუ ისე, კულუარული შეხვედრა შედგება. ლიდერებს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი არ არის“.

აზიის ეკონომიკური სამიტი 10-11 ნოემბერს ვიეტნამში ტარდება.



ავტორი: MediaMall.ge