ვიეტნამში აზიის ეკონომიკური სამიტი დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრაზე არ მივიდა
ამობეჭდვა · 2017-11-10 14:05:00 · 118 ნახვა

კრემლის მოლოდინი არ გამართლდა, აზიის ეკონომიკური სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე შშ-ის პრეზიდენტი არ მივიდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბიზნეს მრჩეველთა საბჭოს წევრების ოფიციალურ შეხვედრაზე ვარაუდობდნენ დონალდ ტრამპის და რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას.

სამიტის ოფიციალურ გახსნაზე აშშ მონაწილეობს თუმცა, ქვეყანას აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი, რობერტ ლაითეიზერი წარმოადგენს.

APEC- ის ლიდერების შეხვედრას სასტუმრო "ფურამა" მასპინძლობს. ვიეტნამის სამიტის ფარგლებში, ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა. 

როდესაც პრეზიდიუმში ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა დაიკავა ადგილი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სავარძელი ცარიელი დარჩა, შემდეგ კი, ეს ადგილი რობერტ ლაითეიზერმა დაიკავა.
აზიის ეკონომიკური სამიტი 10-11 ნოემბერს ვიეტნამში ტარდება.



ავტორი: MediaMall.ge