შსს-მ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა
ამობეჭდვა · 2017-11-10 14:08:00 · 122 ნახვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1983 წელს დაბადებული ზ.ა., 1982 წელს დაბადებული ე.ი. და 1990 წელს დაბადებული ა.ბ., ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"სამართალდამცველებმა, ვ.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ზ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ე.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ა.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)",-ნათქვამია ინფორმაციაში. 



ავტორი: MediaMall.ge