არჩევნების მეორე ტური - ცესკო-ს ბრიფინგების განრიგი
ამობეჭდვა · 2017-11-10 14:10:00 · 71 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ნოემბერს, დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 

ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30
12:30
17:30
20:30

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.



ავტორი: MediaMall.ge