საქართველოს პრეზიდენტი გიგი წერეთელს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას ულოცავს
ამობეჭდვა · 2017-11-10 15:05:00 · 152 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიგი წერეთელს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას ულოცავს.

„ვულოცავ ბატონ გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობას. საქართველოს წარმომადგენლის მიერ ასეთი მაღალი და საპასუხისმგებლო პოსტის დაკავება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.
ეუთოს განსაკუთრებული მისია აკისრია ევროპის უსაფრთხოებისა და მომავალი კეთილდღეობისათვის, ამიტომაც მისი საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემატიკის გააქტიურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ გიგი წერეთელს და ვუსურვებ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,
- აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი გახდა. გიგი წერეთელი უკვე კოპენჰაგენში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ეს პირველი შემთხვევაა საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქართველი პოლიტიკოსი გახდა.



ავტორი: MediaMall.ge