1-დან - მე-6 კასლის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
ამობეჭდვა · 2017-11-10 15:11:00 · 102 ნახვა

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, პროექტისთვის სახელმწიფომ 23 მილიონი ლარი გამოყო. 

"სახელმძღვანელოები იქნება მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერ ხსნი, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო და არა სიამოვნება", - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.



ავტორი: MediaMall.ge