ოქროსგან დამზადებული 5 უცნაური საგანი (PHOTO)
ამობეჭდვა · 2017-11-10 15:37:00 · 519 ნახვა

მსოფლიოში უამრავი ძვირადღირებული ნივთია, რომელტა გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია ან გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მათ შორის კი, ყველაზე გამორჩეული 5 ნივთი დასახელდა. ხუთივე მათგანი ოქროსგანაა დამზადებული.


ოქროს უნიტაზი დიზაინერმა ლამ ვაი სინგმა შექმნა. ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან ამ ნივთის სანახავად. უნიტაზი 999 სინჯისგან არის დამზადებული და 37 მილიონ დოლარად არის შეფასებული. 

 




ოქროს ბიუსტჰალტერიც აზიელი დიზაინერის, ჟუ ნინქსინის შექმნილია. იგი პეკინის მოდების ჩვენებაზე წარადგინეს და მისი წონა 500 გრამია. ფასიც საკმაოდ შთამბეჭდავია - 2 მილიონი დოლარი. 


 


ამერიკელმა დიზაინერმა კენ კორტნიმ კი, ,,ნაიკი“–ს ბოტასების შექმნა გადაწყვიტა სუფთა ოქროსგან. ფასი მაინცდამაინც ძვირი არაა, სულ რაღაც 5 ათასი დოლარი, თუმცა, როგორ უნდა იხმარო ოქროს ფეხსაცმელი, რომელიც გადაადგილებისთვის საერთოდ არ გამოდგება, ამაზე დიზაინერი არაფერს ამბობს. 



ოქროს ,,ინფინიტი“ კი, ჩინელი იუველირების ერთობლივი შრომის ნაყოფია, რომელიც სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა, თუმცა, მალე პოლიციამ ავტომობილს ევაკუაცია გაუკეთა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.


 

 



ავტორი: MediaMall.ge