მიხაელ შუმახერის კომიდან გამოსვლის შანსი გაჩნდა (PHOTO)
ამობეჭდვა · 2017-11-10 16:10:00 · 699 ნახვა

7-გზის ჩემპიონი, ლეგენდარული მრბოლელი მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმები ნამდვილ სასწაულზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სპორტსმენის გამოჯანმრთელების შანსი გაჩნდა. გამოცემა Mirror-თან შუმახერის ოჯახის მეგობრები აცხადებენ, რომ „შუმახერის მეუღლეს უკვე მიეცა მისი გამოჯანმრთელების იმედი, რადგან არის სიგნალი შორეული სამყაროდან“. 

ცნობილია, რომ კომატოზურ მდგომარეობაში მან 45 კილოგრამი დაიკლო.

 

შეგახსენებნთ, მიხაელ შუმახერი 2013 წელს, საფრანგეთის კურორტზე თხილამურებით სრიალისას, თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ კომაში იმყოფება.



ავტორი: MediaMall.ge