ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი
ამობეჭდვა · 2017-11-10 16:12:00 · 170 ნახვა

მსოფლიოში არაერთი გახმაურებული დანაშაულია ცნობილი, თუმცა, არის შემთხვევები, როცა სასჯელი ყოვლად არაგონივრულია და ადამიანის, ამ შემთხვევაში კი – დამნაშავის სიცოცხლის ხანგრძლივობას ბევრად აღემატება.

160 წელი მიუსაჯეს პიცბურგელ კეიზ ოვუდს, რომელმაც 5 ქალი გააუპატიურა 1 წლის განმავლობაში. ის სახლებში ძვრებოდა ღია ფანჯრიდან და მსხვერპლს სიკვდილით ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დნმ–ს ანალიზმა დაადასტურა მისი პიროვნება, კეიზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

1996 წელს, რაიან ბრანდტი და ჯეფრი კოლი სამართალდამცავებმა დააკავეს მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის. ადვოკატი მათ ბრალის აღიარებას სთავაზობდა, რა შემთხვევაშიც მათ 40 წელს მიუსჯიდნენ. თუმცა, დაკავებულებმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს, ადვოკატი კი, დაითხოვეს. ძიების და სასამართლო პროცესის დროს, კიდევ ერთი მძიმე დანაშაულის ჩადენა – შეიარაღებული ძარცვა გამოვლინდა, რის გამოც, თითოეულს, 265 წელი მიესაჯა.

მისტერ შმიდტმა ასეულობით ინვესტორის მილიონობით დოლარი მიითვისა. ფუფუნებაში ცხოვრების შემდეგ, მას 330 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იგი ციხეში გარდაიცვალა.

დარონ ბენარფოლდ ანდერსონს დანაშაულთა მრავალფეროვანი ნუსხა ჰქონდა – ძარცვიდან დაწყებული გაუპატიურებებით და ადამიანთა გატაცებით დამთავრებული. მას, თავდაპირველად, 2200 წელი მიუსაჯეს, რაც დარონმა, რასაკვირველია, გაასაჩივრა, რის შემდეგაც, მას კიდევ დაუმატეს ორასი წელი. დარონი არ შეეპუა და კვლავ გაასაჩივრა. აპელაციამ, ამჯერად, შედეგი გამოიღო და მას სასჯელი შეუმცირდა. საბოლოო ჯამში, დარონს ციხიდან გამოსვლა შეუძლია 2744 წელს.

1981 წელს, დადლი ვეინ კაიზერი დააკავეს საკუთარი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან, ასევე, სიცოცხლეს გამოასალმა თავისი დედინაცვალი და კოლეჯის ერთ-ერთი სტუდენტი. კაიზერს 10000 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია ამერიკის ისტორიაში.

ყველა დროისა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი – 384912 წლიანი პატიმრობა მიესაჯა პალმა დე მალიორკაში მცხოვრებ 20 წლის გაბრიელ მარკ გრანდოსს. ესპანეთის იურისდიქციამ, ასეთი ასტრონომიული ვადით დასაჯა ფოსტალიონი, რომელმაც ადრესატამდე არ მიიტანა 4 ათასამდე წერილი.

მართალია, განსაკუთრებული სასჯელი ბევრ დამნაშავეს მიესაჯა, თუმცა, ზოგი ციხეში გარდაიცვალა, ზოგს კი, სასჯელის ვადა შეეცვალა, ყველაზე დიდხანს კი, კაცობრიობის ისტორიაში, ციხეში ფრანგი ქალი, ჟოანა ტეიკი იჯდა. ის გახლდათ კალვინისტი პროტესტანტი, რაც 1685 წელს, მისი ციხეში ჩასმის მიზეზი გახდა. ჟოანა, ამ დროს, 16 წლის იყო. სასჯელს ის იხდიდა 30 სხვა ქალთან ერთად ერთ საკანში. ჟოანას პატიმრობისას, მისი თანასაკნელი 29-ვე პატიმარი ქალი გარდაიცვალა, თავად კი, 73 წლის შემდეგ, 89 წლის ასაკში გამოვიდა ციხიდან.



ავტორი: MediaMall.ge