ვიეტნამში მიმდინარე სამიტზე ტრამპი არც მეორე ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო
ამობეჭდვა · 2017-11-10 16:32:00 · 92 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ვიეტნამში მიმდინარე ეკონომიკური სამიტის მეორე ოფიციალურ ღონისძიებასაც არ დაესწრო.

როგორც ცნობილია, ამერიკელი ლიდერი ეკონომიკის საკითხებში გამართულ შეხვედრაზეც არ მივიდა. მის ნაცვლად განხილვაში აშშ-ის წარმომადგენელმა, რობერტ ლაითხაიზერმა მიიღო მონაწილეობა.

ამ დრომდე უცნობია, სამიტის ფარგლებში, შედგება თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. თეთრ სახლში დღეს განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დატვირთული გრაფიკის გამო ის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებებს ვერ გამართავს. კრემლში კი აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ შეხვედრის ორგანიზებაზე კონსულტაციები გრძელდება, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ეკონომიკური სამიტი ვიეტნამში დღეს დაიწყო და ხვალ, 11 ნოემბერს დასრულდება.

 



ავტორი: MediaMall.ge