თბილისში ახალი კონცეფციით კიდევ ერთი სპარის მარკეტი გაიხსნა
ამობეჭდვა · 2017-11-10 16:40:00 · 110 ნახვა

SPAR საქართველოს მე-40 მარკეტი დღეს აღმაშენებლის 112-ში გაიხსნა. მარკეტის გახსნაზე „სპარი“ ერთგულ მომხმარებლებს საკუთარი წარმოების ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ახალ გახსნილ სპარში ინტეგრირებულია სპარის კაფეს კუთხე, სადაც მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ტრადიციული იტალიური რეცეპტით დამზადებული 6 სახეობის პიცა, ფრანგული კრეპები, ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი  და ცხელი კერძები, სენდვიჩები და სხვა 12 000-მდე დასახელების პროდუქტი. მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტისთვუს კაფის სივრცეში იმუშავებს უფასო wifi.

 


(R)

 

 



ავტორი: MediaMall.ge