გელა აფრასიძის ლელო "წლის საუკეთესო ლელოზეა" ნომინირებული (VIDEO)
ამობეჭდვა · 2017-11-10 16:44:00 · 58 ნახვა

გელა აფრასიძის ლელო შესაძლოა წლის საუკეთესო ლელოდ დასახელდეს. ქართველი მორაგბის 2017 წლის 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე ირლანდიასთან დადებული ლელო მსოფლიოს საუკეთესო ლელოს 4 ნომინანტს შორის მოხვდა.

გამარჯვებულს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად, მსოფლიო რაგბის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე მონაკოში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ.

ხმის მიცემა გულშემატკივარს მსოფლიო რაგბის თვითერის გვერდზე 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. ხმის მისაცემად Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET.

აფრასიძის გარდა მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოზე წარდგენილინ არიან : ირლანდიისა ნაკრების მესამეხაზელის შონ ო’ბრაიანი (ახალი ზელანდიის წინააღმდეგ). არგენტინის ნაკრების უკანახაზის მოთამაშე ხოაკინ ტუკულეტი (ინგლისის წინააღმდეგ). ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკი პოშა ვუდმენი (აშშ-ის წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში).

 

წყარო: 1tv.ge



ავტორი: MediaMall.ge