10 წლიანი პატიმრობა საკუთარ დედასთან ქორწინებისთვის
ამობეჭდვა · 2017-11-10 16:58:00 · 2170 ნახვა

აშშ–ში, ოკლაჰომაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ 26 წლის მისტი სპენმა საკუთარ დედასთან, 44 წლის პატრიცია სპენთან იქორწინა.


ოკლაჰომაში მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლომ მისტის ინცესტისთვის გათვალისწინებული ყველაზე მაღალი სასჯელი შეუფარდა (ინცესტი – სისხლთა შერევა, სქესობრივი კავშირი სისხლით ნათესავებს შორის: მშობლებსა და შვილებს შორის, ძმებსა და დებს შორის).


რაც შეეხება დედას, სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგაცაა აღძრული, თუმცა, პატრიცია სპენი ბრალს არ აღიარებს. მისი საქმის განხილვა სასამართლოში მომდევნო წლის იანვარში დაიწყება.
გაზეთTulsa World- ის ინფორმაციით, მისტი სპენი ბებიასთან იზრდებოდა წლების განმავლობაში, დედას კი, ამ პერიოდში, დედობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. დედა–შვილი ერთმანეთს მხოლოდ 2014 წელს შეხვდა, ორი წლის შემდეგ კი, დაქორწინება გადაწყვიტა.


გაზეთის ინფორმაციით, უმცროსი სპენისთვის ეს დანაშაულებრივი ქორწინების პირველი შემთხვევა არ ყოფილა და იგი 2008 წელს ცოლად გაჰყვა საკუთარ მცირეწლოვან ვაჟს, თუმცა, ფაქტიდან 15 თვის შემდეგ, ხელისუფლების მიერ აღნიშნული ,,ქორწინება“ ანულირებულად გამოცხადდა.



ავტორი: MediaMall.ge