ისრაელში ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და აეროპორტის თანამშრომელი ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად შეყვანის ბრალდებით დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:00:00 · 424 ნახვა

ისრაელში ერთ-ერთი სამინისტროს მაღალჩინოსანი და ბენ გურიონის აეროპორტის თანამშრომელი ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად შეყვანის ბრალდებით დააკავეს.

Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქეებისგან ისრაელში შესვლის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ.

45 წლის და 28 წლის ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ თაღლითობა, ქრთამის აღება, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და ისრაელის საზღვრის გადაკვეთის კანონის დარღვევა.

1tv.ge



ავტორი: MediaMall.ge