კოტე ტუღუშის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კალათბურთის ფედერაციამ მასთან შეუთანხმებლად მიიღო
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:07:00 · 133 ნახვა

კოტე ტუღუში საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასიტენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება. ტუღუში პირველ არხთან აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ფედერაციამ მასთან შეუთანხმებლად მიიღო.

“მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. მსურდა, ამ პროცესის თანამონაწილე ვყოფილიყავი, თუმცა ეს ასე არ მოხდა”,- აცხადებს ტუღუში.

კოტე ტუღუში მუშაობას ქუთაისის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე აგრძელებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ილიას ზუროსის ქართველი ასისტენტები – კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაითხოვა. 

 

1tv.ge



ავტორი: MediaMall.ge