ათენში ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:38:00 · 43 ნახვა

ათენში, პარლამენტის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეები ეკონომიკური რეფორმების გატარებას ეწინააღმდეგებიან. ამავდროულად, დემონსტრანტები მოითხოვენ, პარლამენტმა საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა შეაჩეროს. აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეებს აქციების ნებისმიერ ადგილას გამართვის უფლებას ნაწილობრივ უზღუდავს.

"ხელები შორს მშრომელთა უფლებებისგან“ – ეს იყო აქციის მთავარი სლოგანი. საპროტესტო აქცია მემარცხენე მთავრობის წინააღმდეგ საბერძნეთის კომუნისტური მუშათა პარტიის ორგანიზებით გაიმართა, თუმცა დემონსტრაციას, მოგვიანებით, სხვა წევრებიც შეუერთდნენ.

ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარება საბერძნეთის მთავრობამ იმ პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რის საფუძველზეც 2015 წელს, მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ევროკავშირმა და მსოფლიო სავალუტო ფონდმა საბერძნეთის მთავრობას დახმარების პაკეტი დაუმტკიცა.

წყარო 



ავტორი: MediaMall.ge