ანკარაში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 101 ადამიანი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:41:00 · 56 ნახვა

თურქეთში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 101 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს.

სპეცოპერაცია ანკარასა და მის შემოგარენში ჩატარდა. სპეცრაზმმა 250-მდე საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკა. კონტრტერორისტულ სპეცოპერაციაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები.

ერთი თვის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთაც ჯიჰადისტებთან კავშირში ედებათ ბრალი.

წყარო