ევროკომისიის ანგარიში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს ცხადყოფს - ფედერიკა მოგერინი
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:43:00 · 84 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

"ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ძალისხმევა ჩადეს  მტკიცე პარტნიორობაში, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.მარტის თვიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების დროს უვიზო რეჟიმით სარგებლობა. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ გაცვლას ჩვენს სტუდენტებსშორის და ჩვენი ბიზნესისთვის ვაჭრობის უფრო მეტ შესაძლებლობას. დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს. ევროკავშირი განაგრძობს იმსამუშაოს მხარდაჭერას, რომელიც კიდევ განსახორციელებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და კვლავ ერთგული დარჩება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის სრული იმპლემენტაციის“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მიზნად ისახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასებას.



ავტორი: MediaMall.ge