მელანია ტრამპის მოდის დიპლომატია - რა ეცვა პირველ ლედის აზიურ ტურნეში (PHOTO)
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:53:00 · 547 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, პრეზიდენტთან ერთად, აზიის ქვეყნებში მოგზაურობს. 12-დღიანი ტურნეს პირველი გაჩერება იაპონია იყო.

მელანია ტრამპი იაპონიაში იტალიური მოდის სახლის Fendi-ს შალის ლაბადით ჩავიდა, რომლის ღირებულებაც 3,560 ფუნტ სტერლინგია.

იაპონიის პრემიერ მინისტრთან და მის მეუღლესთან სადილზე მელანია ტრამპი ფრანგი დიზაინერის Herve Pierre-ის შავი კაბით მივიდა.

იაპონიაში ვიზიტის მეორე დღეს აშშ-ის პირველი ლედი Dior-ის კაბით გამოჩნდა, რომლის ღირებულება 3 000 ევროა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მელანია ტრამპმა არჩევანი Manolo Blahnik-ს ხავერდოვან ფეხსაცმელზე შეაჩერა, რომელიც 500 ევრო ღირს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრთან საზეიმო სადილზე აშშ-ის პირველი ლედი 4 225 ევროს ღირებულების წითელი Valentino-ს კაბით გამოჩნდა. აბრეშუმის კაბასთან მას ისევ Manolo Blahnik-ის ფხსაცმელი ეცვა.

იაპონიიდან ტრამპები სამხრეთ კორეაში ჩავიდნენ. სეულში მელანია ტრამპი ესპანური ბრენდის Delpozo-სმუქი შინდისფერი ლაბადით ადა Christian Louboutin-ის ფეხსაცმლით ჩავიდა, მედიის ინფორმაციით, ლაბადა, რომელიც პირველ ლედის ეცვა, 3 535 ფუნტ სტერლინგი ღირს.

სეულში ვიზიტის დროს, წყვილი ცისფერ სასახლეში წვეულებაზე მიიწვიეს , სადაც აშშ-ის პირველი ლედი გაცილებით კონსერვატიული სტილის სამოსით მივიდა, მას J Mendel-ის მაქმანიანი კაბა ეცვა, რომელიც 9 516 ფუნტი სტერლინგი ღირს.

სამხრეთ კორეიდან ტრამპები ჩინეთში ჩაფრინდნენ. აშშ-ის პირველი ლედი ჩინეთში Alexander McQueen-ის ორბორტიანი ქურთუკით ჩავიდა, რომლის ღირებულებაც 3,750 ფუნტ სტერლინგია.

პეკინში ერთ-ერთ სკოლაში სტუმრობის დროს, მელანია ტრამპი Dolce & Gabbana-ს ყვავილებიანი კაბით გამოჩნდა, რომელიც 3,032 ღირს.

წყარო: 1tv.ge



ავტორი: MediaMall.ge