ევროკომისია დადებითად აფასებს სამეწარმეო და ტრანსპორტის სფეროებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს
ამობეჭდვა · 2017-11-10 17:57:00 · 77 ნახვა

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში საუბარია კონკრეტულად იმ მიმართულებების შესახებ, რომლებშიც  საქართველომ პროგრესს მიაღწია. მათ შორის აღნიშნულია სამეწარმეო კანონმდებლობის,  ინდუსტრიული და სამეწარმეო პოლიტიკის განხორციელების და ტრანსპორტის სფეროში არსებული დადებითი ტენდენციები.

ანგარიშში სამეწარმეო კანონმდებლობის კუთხით აღნიშნულია, რომ განხორციელდა რეგულირების გავლენის შეფასება მეწარმეთა შესახებ კანონის პროექტზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა კანონის პროექტის შედარება შესაბამის ევროპულ დირექტივებთან და ასევე, კანონის პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება.

დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2017 წლის აპრილში მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ DჩFთA-ის შესაძლებლობებით სარგებლობას. ამასთან, მთავრობა გეგმავს „ბიზნეს სახლი“-ს შექმნას ბიზნესისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების ერთი სარკმლის პრინციპით მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ DჩFთA-ის შესახებ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისთვის შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას საკანონმდებლო და პრაქტიკული ინფორმაციის მიღების მიზნით. ვებ-გვერდი ფუნქციონირებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის მიზნით კი, მათ შორის მათი ინტერნაციონალიზაციის პროცესის ფასილიტაციისთვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტო უზრუნველყოფს ქართველი მეწარმეების ხელმისაწვდომობას ევროპის მეწარმეთა ქსელზე (EEN). შეიქმნა DჩFთA-ს საინფორმაციო ცენტრები თბილისსა და საქართველოს 4 რეგიონში.

რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროს, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ მიიღო 2017 წლის სამოქმედო გეგმა გზების უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად. სამოქმედო გეგმა მოიცავს შესაბამის ზომების გატარებას როგორც საკანონმდელო, ისე ტრასპორტის პოლიტიკის გზით, მათ შორის ინვესტირებას საგზაო უსაფრთხოების და ავტომობილების პერიოდული გზაზე ვარგისობის ინსპექტირების შემოღების კუთხით.  



ავტორი: MediaMall.ge