„m² უძრავ ქონებასა“ და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამობეჭდვა · 2017-11-10 19:28:39 · 130 ნახვა

დეველოპერულ კომპანია m² - სა  და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB)  საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

m² - სა  და  ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, m² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება.  



ავტორი: Mediamall.ge