საქართველო-კვიპროსის მატჩი პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 2017-11-10 19:43:01 · 110 ნახვა

საქართველო-კვიპროსის ამხანაგური მატჩი გორში, პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის, სპეცდანიშნულების რაზმისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამის მიზეზი „ქართული მარშის" წევრების მოსალოდნელი საპროტესტო აქცია იყო. კონტროლიორების თქმით, „მარშის" წევრები თამაშის დაწყებამდე სტადიონთან მივიდნენ, თუმცა შემდეგ დატოვეს ტერიტორია. ისინი ნაკრებში გურამ კაშიას მონაწილეობას აპროტესტებდნენ.



ავტორი: Mediamall.ge