ძალადობა კახეთში - 54 წლის კაცმა შშმ ქალზე იძალადა
ამობეჭდვა · 2017-11-10 19:51:42 · 1373 ნახვა

კახეთში, 54 წლის კაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალი ამბები“ ავრცელებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის კაცი დაკავებული არ არის და მას პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. 

ბრალდებული ფაქტს უარყოფს, ხოლო მისი მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია.  დაზარალებულის ოჯახი კი აცხადებს, რომ ქალი ფეხმძიმედაა, ხოლო ბავშვის მამა სწორედ ბრალდებულია.

"ჩემი ქმარი არის ალალ-მართალი. ისინი არიან ქუჩის ხალხი. კაცების რიგი უდგათ და ახლა გამოიჭირეს ჩემი ქმარი. გინდა თუ არა ფულს გვძალავენ. მამა თოფით გვემუქრება, "ყველანი უნდა  დაგხოცოთ  ოჯახშიო". რის საფუძლველზე, იციან რომ ნამდვილად ჩემი მეუღლის არის ეს ბავშვი ან ძალადობის რამე კვალი ჰქონდა?"- აცხადებს ბრალდებულის ცოლი. 



ავტორი: Mediamall.ge