იუნესკოს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს
ამობეჭდვა · 2017-11-10 20:31:53 · 87 ნახვა

იუნესკოს გენერალური დირექტორი საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ოდრი აზულეი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია Twitter- ზე ავრცელებს.

"იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ ოდრი აზულეი ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, იუნესკოს თავმჯდომარის პოსტს ბულგარელი მეცნიერი და დიპლომატი ირინა ბიკოვა იკავებდა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2009 წელს აირჩიეს.



ავტორი: Mediamall.ge