მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ბორჯომის ორი სოფელი შეემატება
ამობეჭდვა · 2017-11-10 21:21:56 · 144 ნახვა

მაღალმთიანი სოფლების ნუსხას, მიმდინარე წლის ბოლომდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზურაბ ალავიძემ შეხვედრაზე, რომელიც “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა, მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მმართველი გუნდის კანდიდატს წარმატება უსურვა.



ავტორი: Mediamall.ge