12 ნოემბერს, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ამობეჭდვა · 2017-11-10 22:07:31 · 216 ნახვა

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით  შეიზღუდება. 

 

 საბურთალოს რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა  შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ინტენსიფიკაციის, დელისის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.