ამერიკელმა კომიკოსმა, კოლეგა ქალების მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტები აღიარა
ამობეჭდვა · 2017-11-10 23:29:36 · 153 ნახვა

ამერიკელი სტენდ-აპ კომიკოსი ლუი სი ქეი, დაეთანხმა მის წინააღმდეგ გავრცელებულ საჩივრებს, რომლებიც პრესაში მისმა ხუთმა კოლეგა ქალმა გაავრცელა და განაცხადა, რომ ძალიან წუხს იმ ქცევების გამო, რასაც სჩადიოდა.

"მხოლოდ გუშინ გავიაზრე, სანამდე მივიყვანე ეს ქალები", - განაცხადა კომიკოსმა.

მისი თქმით, ის არასდროს აჩვენებდა სასქესო ორგანოს ქალებს, სანამ მათგან თანხმობას არ მიიღებდა: "თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ როდესაც სხვა ადამიანზე ძალაუფლება გაგაჩნია, თხოვნა იმისა, რომ მან შეხედოს შენს ფალოსს - თხოვნა არც არის", - განაცხადა სი ქეიმ და დასძინა, რომ ძალაუფლებაში ქალების მხრიდან მის მიმართ აღფრთოვანება იგულისხმა. 

კომიკოსმა ასევე პატიება სთხოვა თავის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. 

 



ავტორი: Mediamall.ge