უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ნიკოლოზ სააკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს განმარტავს
ამობეჭდვა · 2017-11-10 23:52:25 · 462 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი შვილი - 11 წლის ნიკოლოზი ბორისპოლის აეროპორტში გაუჩინარდა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ოლეგ სლობოდიანი გამოეხმაურა.

სლობოდიანი ამბობს, რომ აეროპორტში თბილისიდან ჩასულ არასრულწლოვანს ადგილზე არც ერთი ახლო ნათესავი ან უფლებამოსილი პირი არ დახვედრია. მისი განმარტებით, არასრულწლოვანის მამის მისვლის შემდეგ, მესაზღვრემ საზღვრის კვეთის ფაქტი გააფორმა და მგზავრი მამას გადასცა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შვილი უკვე გადასცეს.



ავტორი: Mediamall.ge