რუსთავში დედა და ორი მოზარდი ბუნებრივი აირით მოიწამლნენ
ამობეჭდვა · 2017-11-11 00:06:55 · 514 ნახვა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი მოზარდი მოიწამლა.

არსებული ინფორმაციით ინტოქსიკაცია სამმა ადამიანმა - დედამ და შვილებმა მიიღეს.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო ეკიპჟი, პაციენტები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



ავტორი: Mediamall.ge