11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-11-11 00:12:40 · 362 ნახვა

ვერძი
ღიმილი და სიმშვიდი გმართებთ. იყავით დაკვირვებული. საღამოს დაესწარით ელიტურ წვეულებას, დღესასწაულს. 

კურო
იყავით ჰარმონიაში საკუთარ თავთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. დაეხმარეთ მათ რჩევით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
მოერიდეთ უინტერესო საქმეების შესრულებას. იყავით დაკვირვებული და დიპლომატიური. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ. 

ლომი
დღეს ყველგან სასურველი სტუმარი ხართ. ნუ გამოაკლდებით წვეულებას, საინტერესო და სასიამოვნო მოსაუბრეებს შეხვდებით. 

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, რაც საშუალებას მოგცემთ მოდური და ინტელექტალური ნივთები შეიძინოთ. 

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. 

მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. იყავით რომანტიკული, ღიმილიანი. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა მეგობრებთან ერთად საქმიანობისთვის. მოერიდეთ უხეშობას, იყავით მოსიყვარულე, განსაკუთრებით, ოჯახის წევრების მიმართ. 

თხის რქა 
ნუ ხართ მომაბეზრებელი; მეტი სიყვარული და მზრუნველობა გმართებთ მეუღლის მიმართ. გააუმჯობესეთ ოჯახური კავშირები. 

მერწყული
ჩაერთეთ საინტერესო, მხიარულ აქციაში. მეგობრები აიყოლიეთ და შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ. ზოგიერთი მშობლების მონატრებას იგრძნობს. 

თევზები
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. დელიკატურობა გმართებთ საუბრისას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.



ავტორი: Mediamall.ge