იპოთეკით დაზარალებულები კონიაკის დასახლებაში მდებარე სკოლა-ლიცეუმის შენობაში შეიჭრნენ
ამობეჭდვა · 2017-11-11 08:31:07 · 279 ნახვა

წუხელ, გვიან ღამით, კონიაკის დასახლებაში, უსახლკაროდ დარჩენილმა 30-მდე ოჯახმა, ყოფილი სკოლა-ლიცეუმის კარი შეანგრია და შენობაში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას imedi.ge ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ამ ოჯახებმა იპოთეკით წლების წინ დაკარგეს ბინები. როგორც ისინი აცხადებენ, იმ დრომდე არ დაიშლებიან, სანამ თავშესაფარს არ მიიღებენ.



ავტორი: Mediamall.ge