წელს თბილისის საახალწლო ნაძვის ხე ქართულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოებით მოირთვება
ამობეჭდვა · 2017-11-11 08:51:04 · 226 ნახვა

წელს თბილისის საახალწლო ნაძვის ხე ქართულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოებით მოირთვება. „თბილსერვის ჯგუფს" უკვე გამოცხადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვა, რომლის საწყისი ღირებულბა 64 ათასი ლარია.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 2 ფერში იქნება გადაწყვეტილი - წითელი და ოქროსფერი.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საახალწლო ნაძვის ხეზე განთავსდება ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ფორმის სათამაშოები, მათ შორის, სათამაშოებს ექნება - ქალის, კაცის, ირმის, თევზის, ჩიტის ფორმები.


 

 



ავტორი: Mediamall.ge