ოთარ აბესაძე, შესაძლოა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს
ამობეჭდვა · 2017-11-11 09:29:59 · 294 ნახვა

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯი ეიჩ ენი“, დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გამორიცხული არ არის, აბესაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. რადგან მისი ჯანმრთელობა ასეთ მდგომარეობაშია, ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ის აუცილებლად გაათავისუფლონ“, - აცხადებს აბესაძის ადვოკატი ნონა ფილაური.

მისი თქმით, ბრალდებულს ფსიქო-ნევროზული დაავადება აქვს, რის პროვოცირებასაც ციხის დახურული სივრცე ახდენს და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა  მწვავდება.

ოთარ აბესაძის საქმეზე შემდეგი სასამართლო 15 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ფაქტზე  სუს-მა დააკავა.



ავტორი: Mediamall.ge