გაწყვეტენ თუ არა რუსეთი და უკრაინა დიპლომატიურ კავშირს
ამობეჭდვა · 2017-11-11 10:48:00 · 127 ნახვა

რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა, შესაძლოა, მომავალ კვირას მოხდეს - ამ სათაურით სტატიას JamNews აქვეყნებს. 

გამოცემა, "კომერსანტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ "დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონპროექტში რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის თაობაზე შესწორების შესახებ ინიციატივა უმაღლესი რადას დეპუტატმა, ივან ვინნიკმა წამოაყენა.

მიუხედავად იმისა, რომ ის "პიოტრ პოროშენკოს ბლოკის“ მმართველი გუნდის წევრია, მუდმივად თანამშრომლობს პარტია "სახალხო ფრონტთან“ – "კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ შესწორების ინიციატორი  სწორედ "სახალხო ფრონტია“.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომხდარი, შესაძლოა, "სახალხო ფრონტის“ სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, არსენ ავაკოვის უკრაინის პრეზიდენტის პიტრ პოროშენკოსადმი პირად წყენას უკავშირდებოდეს. 31 ოქტომბერს ავაკოვის ვაჟი დააკავეს. ის სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში იყო ეჭვმიტანილი. ამჟამად ავაკოვი უმცროსი უკვე თავისუფალია, მაგრამ, ექსპერტების აზრით, მამამისმა ეს სიტუცია პირად შეურაცხყოფად და ომის გამოცხადებად აღიქვა.

"ეს ურთიერთობები, ფაქტობრივად, ისედაც გაწყვეტილია, – უთხრა "კომერსანტს“ შესწორების ავტორმა ივან ვანნიკმა, – ელჩები არ არიან, საელჩოებში პირველი რანგის დიპლომატები არ მუშაობენ.  ურთიერთობის ეს გაწყვეტა აუცილებლად საკანონმდებლო დონეზე უნდა დავაფიქსიროთ“. 

"კომერსანტის“ უმაღლეს რადას  წყაროს აზრით, ეს შესწორება პიოტრ პოროშენკოს გეგმებს ჩაშლის. ახლახან უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი „დონბასის რეინტეგრაციის“ შესახებ კანონის წინა ვერსიის მიღებას////, ხელმოწერას//// დამტკიცებას////  აპირებდა“. ამერიკელებს სურდათ,  ეს კანონი კრემლისთვის იმის დასტურად წარედგინათ, რომ კიევი მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. დიპლომატიური ურთერთობების გაწყვეტის შესახებ შესწორება კი მთელ ამ გეგმებს ჩაშლის.

ამიტომ, ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ უმაღლეს რადაში ალბათ ამ შესწორებას მიიღებენ, პიოტრ პოროშენკოს კი, როგორც ჩანს, სხვა გზა არ დარჩება, და კანონპროექტის ხელმოწერა მოუწევს. ეს იმას უკავშირდება, რომ დღეს უკრაინაში მოსკოვთან ურთიერთობის გაწყვეტის მოთხოვნა არსებობს.

"დონბასის რეინტეგრაციის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენა 16 ნოემბერს არის ჩანიშნული.



ავტორი: MediaMall.ge