პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
ამობეჭდვა · 2017-11-11 10:56:08 · 156 ნახვა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა,  ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით) მიმდინარეობს. 



ავტორი: MediaMall.ge