რა პოზიცია ეკავა თურქეთის ახალ ელჩს საქართველოში დანიშვნამდე და რა აკავშირებს მას მოსკოვთან
ამობეჭდვა · 2017-11-11 11:51:00 · 659 ნახვა

ფატმა სერენ იაზგანი საქართველოში თურქეთის ახალი ელჩია. ამ პოზიციამდე, მას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

საგარეო უწყებაში ის 1993 წლიდან მუშაობდა. სერენ იაზგანი ასევე მუშაობდა თურქეთის საელჩოებში კიევში, მოსკოვსა და ომანში, ასევე, ეუთო-ს მუდმივმოქმედ მისიაში. ფატმა სერენ იაზგანი განიხილავდა ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროპის თავისუფალი სავაჭროს სივრცის ქვეყნებთან (EFTA countries; Americas).

ახალი ელჩი უფლებამოსილების შესრულებას საქართველოში სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეუდგება. მან საქართველოს პრეზიდენტს ჯერ რწმუნებათა სიგელი უნდა გადასცეს. 

შეგახსენებთ, რომ ფატმა სერენ იაზგანი შეცვლის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, რომელიც თურქეთის ელჩად საქართველოში 2014 წელს დაინიშნა. რწმუნებათა სიგელი საქართველოს პრეზიდენტს მან 2014 წლის 20 თებერვალს გადასცა. ის საქმიანობას ბელგიაში, კვლავ ელჩის პოზიციაზე განაგრძობს. 

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ “დარწმუნებულია რომ მისი შემცვლელი უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, განსაკუთრებით, ეკონომიკურ კავშირებს.

"ჩვენს ძირითად ინტერესებშია ქართული პროდუქტის ექსპორტის გაზრდა თურქეთში. ამჟამად ვიმყოფებით მოლაპარაკების პროცესში თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას კულტურის საკითხებში საერთო კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. რა თქმა უნდა, საქართველოს სტაბილურობა, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თავდაცვისუნარიანობა ჩვენთვის სხვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თანამშრომლობას შესაბამის უწყებებს შორის”,-აღნიშნა გუმრუქჩუმ თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 


 



ავტორი: MediaMall.ge