ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-11 12:01:00 · 95 ნახვა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, 1960 წელს დაბადებული კ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაბა წყნეთში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით) მიმდინარეობს.



ავტორი: MediaMall.ge