მგლების შემოსევა სამეგრელოში
ამობეჭდვა · 2017-11-11 12:53:35 · 240 ნახვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურთაში მგლების შემოსევა დაფიქსირდა.

სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, მტაცებლებმა სოფლის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალეს და 20 სულზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ურთას მაცხოვრებლები შიშობენ, რომ პირუტყვის გარდა, შესაძლოა, მგლები ადამიანებსაც დაესხან თავს. სოფლის მოსახლეობა დახმარებას და მგების ბუნებიდან ამოღებაზე ნებართვას ითხოვს. 



ავტორი: MediaMall.ge