მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროს დაცვა დელ პიეროს მესისთან არ უშვებდა
ამობეჭდვა · 2017-11-11 13:15:00 · 75 ნახვა

იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევი, რომელიც მოსკოვში დაბინავებულ არგენტინის ნაკრებს ესტუმრა, ლიონელ მესისთან მოხვედრას ვერ ახერხებდა. 

რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ვერ იცნეს. საქმეში სასტუმროში მყოფი ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ, თუმცა უშედეგოდ. 

მდგომარეობა ადგილზე არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრების გამოჩენის შემდეგ განიმუხტა.  



ავტორი: MediaMall.ge