შეუმცირებენ თუ არა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს პენსიას
ამობეჭდვა · 2017-11-11 13:39:15 · 480 ნახვა

რესპუბლიკელი ჯონ ჰეისის ავტორობით, აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი შევიდა, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტებისთვის პენსიის შემცირებაზეა საუბარი.

ჯონ ჰეისი ყოფილი პეზიდენტებისთვის წელიწადში, პენსიის სახით,  200 000 დოლარის გადახდის მომხრეა.

 Washington Examiner-ის ინფორმაციით, ამჟამად აშშ-ის ექსპრეზიდენტების წლიური პენსია რესპუბლიკელი ჰეისის მიერ დასახელებული თანხისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და 205 000 აშშ. დოლარს შეადგენს.

 კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა მომსახურების ხარჯების შემცირებასაც, მაგალითად -  ოფისის ქირა, თანამშრომლების ხელფასი…

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 10 წლის მანძილზე დანაზოგი სულ 250 000 დოლარი იქნება, შესაბამისად, კონგრესმენთა დიდი ნაწილი ამ ინიციატივაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავს. 



ავტორი: MediaMall.ge