ცნობილი რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი გიორგი პორტნოვი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 2017-11-11 14:25:11 · 89 ნახვა

სანკტ-პეტერბურგში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა კულტურის დამსახურებული არტისტი, კომპოზიტორი და დირიჟორი გიორგი პორტნოვი.

გიორგი პორტნოვი სხვადასხვა დროს, სანკტ-პეტერბურგის, ყოფილი ლენინგრადის სატელევიზიო სტუდიის მუსიკალური გადაცემების რედაქტორის, ოპერისა დაბალეტის სახელმწიფო თეატრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ასევე, კომპოზიტორთა ბეჭდვითი გამოცემის რედაქტორის და ლენინგრადის აკადემიური თეატრის დირიჟორის პოზიციაზე მუშაობდა.

პორტნოვი არაერთი ოპერის, ბალეტის და სიმფონიური თხზულების ავტორია. ასევე, მის მიერაა დაწერილი მუსიკა არაერთი სპექტაკლის და ფილმისთვის.

                                                                                                                                 

 



ავტორი: MediaMall.ge