იარაღით ვაჭრობა ბოსტნეულით ვაჭრობას არ ნიშნავს - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ამობეჭდვა · 2017-11-11 14:33:00 · 114 ნახვა

იარაღით ვაჭრობა ბოსტნეულით ვაჭრობას არ ნიშნავს და ასეთი სახის ვაჭრობას ყოველთვის აქვს თავისი ბნელი მხარე, რომელსაც შესაძლოა, ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. 

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ედვარდ ნალბანდიანმა ისრაელის ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ისრაელის მხრიდან სამხედრო დახმარების თაობაზე სომხეთის მოლოდინებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

" სომხეთისა და ისრაელის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საკითხების განხილვაში ტაბუ არ არსებობს. მგრძნობიარე საკითხებსაც ღიად განვიხილავთ და ვცდილობთ, ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები",-განაცხადა ნალბანდიანმა.

 



ავტორი: MediaMall.ge